14:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 13:53:34, 520 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ. 
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. 
მათივე ცნობით, 2015 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა პროექტი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა თაობაზე“. 
პროექტის ფარგლებში,  მიმდინარე წელს მოხდება 2004-2012 წლებში შესყიდული საცხოვრებელ სახლებისა და მიწის ნაკვეთების აზომვთი ნახაზების შედგენა, მათი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრებათ. რეგისტრაციის შემდგომ,    აღნიშნული სახლები  კერძო საკუთრებაში გადაეცემა  1000-მდე ეკომიგრანტ ოჯახს, მათ შორის 571 ოჯახს წალკის მუნიციპალიტეტში.
უწყების ინფორმაციით, სოზარ სუბარი ადგილზე გაეცნო ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების დაკანონების პროცესს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, წალკის მუნიციპალიტეტში, ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ექიმებმა ეკომიგრანტებს  უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს. 
ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურა 11 ექიმი: თერაპევტი, პედიატრი, ქირურგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, უროლოგი, მეან-გინეკოლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგიდაექოსკოპისტი. ასევე, ჩატარდა დიაგნოსტიკური კვლევები. 
წალკაში ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ“ ეკომიგრანტ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics