|
2015-06-25 18:42:54, 977 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ სტიქიით დაზარალებულებულ ფიზიკურ პირებს სესხების დაბრუნებას აღარ მოსთხოვს
„თიბისი ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ პირთა სესხების ანულირება, რაც ნიშნავს, რომ 13 ივნისს დაზარალებულებს, რომლებიც აღრიცხული არიან თბილისის მერიის მიერ შედგენილ ოფიციალურ სიაში, აღარ მოუწევვთ „თიბისი ბანკში“ არსებული სესხების დაბრუნება. მოგეხსენებათ, თიბისი ბანკმა სტიქიის პირველივე დღეებში დაზარალებულთათვის შექმნა სპეციალური საქველმოქმედო ანგარიში და მასში პირველი ჩარიცხვის შემდეგ, აქტიურად დაიწყო თანხების მობილიზება. მოქალაქეებთან ერთად, დაზარალებულთა დასახმარებლად თიბისი ბანკმა 1 მილიონ ლარზე მეტი შეკრიბა. დღეს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ეს თანხა ქ. თბილისის მერიის სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება, რათა უზრუნველყოფილი იქნას დაზარალებულთა სისტემური დახმარება. ამასთან, „თიბისი ბანკი“ აქტიურად მიადევნებს თვალს დაზარალებულთა დახმარების პროცესს და მონაწილეობას მიიღებს ამ პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელებაში. „ბოლო დროს იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ელის დაზარალებულთა სესხებს. ჩვენი გადაწყვეტილება თიბისი ბანკში არსებული სესხების ანულირების შესახებ, ვფიქრობ, დაეხმარება მათ, კონცენტრაცია თავისი ყოველდღიურობის აღდგენაზე მოახდინონ, დროულად შეძლონ რეაბილიტაცია და დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, - განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ქურდიანმა. თიბისი ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე თანხა 300-ზე მეტმა იურიდიულმა და 5000-მდე ფიზიკურმა პირმა ჩარიცხა.
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)