|
2019-04-22 17:27:56, 1306 ნახვა
რეგიონი
შუახევში სახალხო დღესასწაული „მარეთობა“ გაიმართება
შუახევში 6 მაისს, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საზოგადოება ,,მარეთი“-ს ინიციატივით სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ გაიმართება. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით დღეს, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა საზოგადოება ,,მარეთი“-ს წარმომადგენლებთან.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,სახალხო დღესასწაულზე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებთან ერთად მოეწყობა მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშების, ტრადიციული კერძების გამოფენა, წარმოდგენილი იქნება ფოლკლორი. დღესასწაულზე აირჩევენ საპატიო მარეთლებს, დაჯილდოვდებიან ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა", რომელიც ბოლო ორი წელია არ ჩატარებულა, წელს მასშტაბურად აღინიშნება და მიზნად ისახავს, მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)