14:16 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 15:21:06, 11472 ნახვა

კულტურა
თბილისს ბორის ეიფმანის დასი ეწვია

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ფესტივალის - „თბილისი რიტმი“ 2019 წლის სეზონს მსოფლიოში სახელგანთქმული „ეიფმანის სანკტ-პეტერბურგის საბალეტო თეატრი სპექტაკლით - „როდენი, მისი მარადი კერპი“ გახსნის.

56-წევრიანი საბალეტო დასი თბილისს 21 აპრილს სრული შემადგენლობით ეწვია. სპექტაკლები 22 და 23 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრება.

ბალეტი წამყვანმა კრიტიკოსებმა 21-ე საუკუნის შედევრად აღიარეს. მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე ბორის ეიფმანის საბალეტო დასის ქორეოგრაფია მაყურებელს ცეკვის თავისუფლებით, ცოცხალი დინამიზმითა და პლასტიკური აზროვნებით იზიდავს. თავად მაესტრო კი თანამედროვე ბალეტმაისტერთა შორის ლიდერად არის დასახელებული. 

ბორის ეიფმანის ბალეტი „როდენი, მისი მარადი კერპი“ დიდი მოქანდაკეების - ოგიუსტ როდენისა და მისი მოსწავლის, შეყვარებულისა და მუზის, კამილა კლოდელის ბედსა და შემოქმედებას ეძღვნება. 15 წლის განმავლობაში, როდენსა და კლოდელს ვნებიანი შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდათ, თუმცა მათი სიყვარული ტრაგიკული აღმოჩნდა. მხატვრებს შორის მომხდარმა განხეთქილებამ კამილას საბედისწერო დარტყმა მიაყენა, სულიერი ჯანმრთელობა შეურყია და მისი გარდაცვალების მიზეზად იქცა.

სამყაროსაგან განდგომილ და სიღატაკეში დარჩენილ კამილას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. თითქოს, მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ავადმყოფური იდეა, რომლის მთავარი ფიგურა როდენი იყო, ფსიქიკური აშლილობით დასუსტებული ქალის გონებას განუწყვეტლივ ტანჯავს. მან 30 წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა, სადაც ყველასგან დავიწყებული და მიტოვებული 1943 წელს გარდაიცვალა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics