13:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 17:38:54, 541 ნახვა

საზოგადოება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმოსვლა აღდგენილია

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში- ქვემო წყლულეთში და წვერში მისასვლელი გზები აღდგენილია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გზაზე გადაადგილება, როგორც ქვეითების, ისე ავტომობილებისთვის შეუზღუდავია.

გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ და შპს „ბორან მაინინგმა“ განახორციელეს.  ბორან მაინინგმა გზა საკუთარი სახსრებით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აღადგინა.

ცნობისთვის, სოფლების წყლულეთისა და წვერის გზები 13 ივნისიდან ძლიერი წვიმების შედეგად გაუვალი გახდა. დაზიანდა  გზის საფარი და წყალგამტარი მილები. ამ ეტაპისთვის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებამდე მიმოსვლა სრულად არის აღდგენილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics