18:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 12:34:08, 410 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით შემცირდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონი ლარით შემცირდება.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ებრალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 5 მილიონი ლარი მიმდინარე ხარჯებს დააკლდება და ის კაპიტალურ ხარჯებს არ შეეხება.

„დაახლოებით 5 მილიონი ლარით შემცირდება, რომელიც მიმდინარე ხარჯებს დააკლდება. კონკრეტულად რა ხარჯია, ამ ეტაპზე ვერ დავკონკრეტდებით. ყველა კაპიტალური ხარჯი რაც გვაქვს , ის გაგრძელდება თავისი ტემპით“,-განაცხადა დავით ებრალიძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა კორექტირებული ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი წარადგინა. ბიუჯეტი, მიმდინარე ხარჯების მიმართულებით, დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება, თუმცა ეს კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს არ შეეხება. თანხის დიდი ნაწილი მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics