17:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-20 10:41:09, 783 ნახვა

პოლიტიკა
"გაზეტა.რუ" - რუსეთსა და აფხაზეთს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა.

ამის შესახებ ინფორმაციას "გაზეტა.რუ" ჩრდილოეთ კავკასიის სამგზავრო მატარებლების კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მოთხოვნის შესაბამისად, 2015 წლის 20 ივნისიდან ყოველდღიურად ივლის სამგზავრო მატარებელი ქალაქ ადლერსა და გაგრას შორის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ადლერსა და გაგრას შორის სულ 40-კილომეტრიანი მანძილია. მგზავრობის ღირებულება ერთი მიმართულებით 200 რუბლია.

რეისს სამი მატარებელი შეასრულებს, რომელთაც ერთდროულად 232 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. მატარებლები დილით, შუადღით, საღამოს და ღამის საათებში ივლიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics