|
2015-06-20 09:38:23, 748 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: სახელმწიფოს სტიქიის ზარალის სრულად ანაზღაურება გაუჭირდება
„თავისთავად ცხადია, რომ სრულად ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს გაუჭირდება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო მიყენებული ზარალის სრულ კომპენსირებას ვერ შეძლებს "თავისთავად ცხადია, სრულად ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს გაუჭირდება, ჩვენ ვერ შევძლებთ სრულ კომპენსირებას, მაგრამ ელემენტარული საცხოვრებელი პირობებით იმ სახლებში, რომლებსაც სახელმწიფო გადასცემს ამ ადამიანებს, ისინი უზრუნველყოფილები იქნებიან", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. მოხდება თუ არა სტიქიის დროს დაზარალებული იმ მანქანების ანაზღაურება, რომლებიც მეპატრონეებს დაზღვეულები არ ჰქონდათ, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ მას არ სურს ისეთი განცხადებები გააკეთოს, რომლებსაც შემდეგ შესაძლოა, ეკონომიკური საფუძვლები არ ჰქონდეს. "არ მინდა, გავაკეთო განცხადებები, რომლებსაც შემდეგ შესაძლოა, არ ჰქონდეს ეკონომიკური საფუძვლები. დავითვლით ყველაფერს და მოსახლეობას მივაწვდით და დავპირდებით იმას, რის გაკეთებსაც სახელმწიფო შეძლებს", - განაცხადა ხადურმა. ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კომერციულ ბანკები მზად არიან, სტიქიით დაზარალებულების შემთხვევები განიხილონ და მათ სამომხმარებლო სესხები ჩამოაწერონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)