|
2019-02-18 11:49:52, 534 ნახვა
რეგიონი
ისრაელში აჭარის მიმართ ინტერესი იზრდება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMTM 2019“ წარადგინა. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაზე ვიზიტორები აჭარაში მოგზაურობითა და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობებით დაინტერესდნენ. გამოფენაზევე ისრაელში წამყვანმა სამოგზაურო ვებ-გვერდმა „lametayel.co.il“ ბათუმი 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა და დეპარტამენტის წარმომადგენლებს სპეციალური ჯილდო გადასცა. თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 50 ქვეყნის 1600-მდე კომპანია და საჯარო სამსახური მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს მედიის, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის საჯარო სამსახურების წარმომადგენლებთან, რომლებთან თანამშრომლობითაც მიმდინარე წელს აჭარაში ინფო და პრესტურები იგეგმება. ტურისტულ გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა. აჭარისთვის ისრაელი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, იზრდება ისრაელიდან აჭარაში საერთაშორისო მოგზაურებისა და ფრენების რაოდენობა. 2018 წელს, თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს 4 ავიაკომპანია ასრულებდა, წლის განმავლობაში კი რეგიონში 55,3%-იტ მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)