21:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-07 17:59:33, 770 ნახვა

რეგიონი
ბათუმში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან ერთად შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის" ტერიტორიაზე მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გახსნა.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საკონტეინერო ტერმინალის და ნავსადგურის საქმიანობის ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხს, რაც რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს და განავითარებს.

თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ისტორიულ მნიშვნელობაზე და  სტრატეგიული დანიშნულებაზე.

„მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატა ქალაქს. მულტიმოდალური ტერმინალი დაეხმარება ბათუმის საზღვაო ნავსადგურს გააორმაგოს ტვირთბრუნვა, რის შედეგადაც ჩვენ მოგვეცემა საშუალება, კიდევ უფრო განვავითაროთ ადგილობრივი ეკონომიკა, მეტად დავასაქმოთ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტია, რომ ჩვენი ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონალურ ჰაბად ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ის ახალი, მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტერმინალის გახსნის ცერემონიალზე.

განახლებული ტერმინალი და ინფრასტრუქტურა გააორმაგებს ტერმინალის გამტარუნარიანობას.  შპს „მედლოგ ჯორჯიას" და BICT - Batumi International Container Terminal LLC ერთობლივი ძალისხმევით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და დახურული თანამედროვე საბაჟო საწყობი.

წარმატებით განხორციელდა ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები, რის შედეგადაც ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე უკვე შესაძლებელია საკონტეინერო გემების მიღება 11მ წყალშიგით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მომსახურების კონკურენტუნარიანობას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics