17:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 14:32:05, 397 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლეში როსენ პლევნელიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

პრეზიდენტის სასახლეში ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

დახვედრის ცერემონიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.

ოფიციალურ ცერემონიალზე საქართველოსა და ბულგარეთის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.

ამ წუთებში ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან.

მოგვიანებით საქართველოსა და ბულგარეთის პირველი პირები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics