17:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 12:47:58, 353 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ბულგარეთის პრეზიდენტი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ეწვია. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბულგარეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ.

ბულგარელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები გაიმართება. პირველი პირები  მედიისთვის პრესკონფერენციასაც გამართავენ. ბულგარეთის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი და როსენ პლევნელიევი თბილისში 13-14 ივნისის სტიქიის ადგილსაც მოინახულებენ და დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ. 

ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება.

ბულგარეთის პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი, ხვალ აჭარაში დასრულდება. როსენ პლევნელიევი ბათუმში,  საერთაშორისო კონფერენციაში  „საქართველოს ევროპული გზა“ მიიღებს მონაწილეობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics