21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-26 17:17:46, 757 ნახვა

რეგიონი
სუს-ი: ძუკაანთკარში უკანონოდ გავლებული ე.წ. ძველი მავთულხლართის ახლით ჩანაცვლება მოხდა

მიმდინარე წლის 21 იანვარს ძუკაანთკარში უკანონოდ გავლებული ბარიერის, ე.წ. ძველი მავთულხლართის ახლით ჩანაცვლება მოხდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. 

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

რაც შეეხება ადგილობრივი მკვიდრის ბაღის საკითხს, როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარე წლის 10 იანვარს ადგილობრივმა მკვიდრმა მისი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები შენიშნა.

"სახელმწიფოს მხრიდან მოხდა რეაგირება, მათ შორის ცხელი ხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. ბორდერიზაციას აღნიშნულ მონაკვეთზე ადგილი არ ჰქონია.  აღნიშნული ინციდენტები განხილული იქნება ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის უახლოეს შეხვედრაზე", - აცხადებენ სუს-ში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics