21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 13:12:02, 564 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში წითელას არაგეგმიური ვაქცინაცია მიმდინარეობს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში წითელას არაგეგმიური ვაქცინაცია მიმდინარეობს.

აცრის პროცესში ჩართულნი არიან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები.

რეგიონში წითელას ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. დღევანდელი მონაცემებით აცრა უკვე ჩაიტარა 700-მდე მოქალაქემ.

წითელას წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები 18 იანვარს დამტკიცდა. ცვლილება ყველა პირისთვის უფასო ვაქცინაციას ითვალისწინებს. ამ დრომდე, ვაქცინაცია ბავშვებისა და 20-40 წლამდე ასაკის პირებისთვის ფინანსდებოდა. ახალი პროტოკოლის მიხედვით კი, ის ყველა ჯგუფისთვის უფასო გახდა.

კომპლექსური ღონისძიებები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობას, გუბერნატორებთან კოორდინირებულ მუშაობას, ძალოვან უწყებებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და რისკ-ჯგუფში შემავალ პირთა ორგანიზებულ ვაქცინაციას მოიცავს. ასევე, გულისხმობს საზოგადოების ინფორმირების ზრდას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics