|
2015-06-16 19:34:53, 995 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის უწყების თანამშრომლები დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებიან
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თავდაცვის უწყების თანამშრომლებმა მედიკამენტები, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები შეაგროვეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღის განმავლობაში, შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე, სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის თანამშრომლებს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებში სხვადასხვა სახის პროდუქტი მოჰქონდათ. ნივთებს შორის, სათამაშოები, ბავშვების ჰიგიენური ნივთები და საბავშვო ეტლიც იყო. შეგროვილი პროდუქტებისა და ნივთების ტრანსპორტირებასა და განაწილებას ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს. სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის უწყება პირველივე წუთებიდან ჩაერთო. თავდაცვის უწყების ქვედანაყოფები სამუშაოებს სხვადასხვა ადგილას ასრულებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)