|
2015-01-21 19:36:03, 1669 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე 30 პირი დაკითხა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე 30 პირი დაკითხა. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, საგამოძიებო ჯგუფი მომხდარი შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების მომენტიდან ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს უწყვეტ რეჟიმში ატარებს. "საქართველოს მთავარი პროკურატურა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გამოძიების დაწყებისთანავე სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლების მონაწილეობით. საგამოძიებო ჯგუფი ი.ვაზაგაშვილის გარდაცვალების მომენტიდან უწყვეტ რეჟიმში ატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს მომხდარი შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. გამოძიების ამ ეტაპზე დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, გარდაცვლილი ი. ვაზაგაშვილის გვამი, შემთხვევის ადგილიდან და გვამიდან აღებულია შესაბამისი ნიმუშები, დათვალიერებულია გარდაცვლილის კუთვნილი ავტომანქანა, დანიშნულია სხვადასხვა სახის აუცილებელი ექსპერტიზები ი.ვაზაგაშვილის გარდაცვალების მიზეზის, ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობის, მოდელის და მდებარეობის, ასევე საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. ამ ეტაპისთის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულია 30-მდე პირი. მიუხედავად მაღალი ინტერესისა, საზოგადოებას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდონ იმ ფაქტს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ მომხდარის შესაძლო საგამოძიებო ვერსიებსა და საქმის გარკვეულ დეტალებზე, ვინაიდან ამან შეიძლება დააზიანოს გამოძიების ინტერესები. ამ ეტაპზე შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვთქვათ, რომ ი.ვაზაგაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა გამხდარიყო ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებები, თუმცა გადაჭრით აღნიშნულზე, ასევე სხვა დეტალებზე საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ ყველა ექსპერტიზის დასრულების შემდგომ, რომლის შედეგებსაც პროკურატურა დასრულებისთანავე გააცნობს საზოგადოებას. საქმეზე ამ ეტაპზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)