00:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 00:21:29, 1349 ნახვა

მსოფლიო
The Guardian: პოლიციელები დახოცილ მტაცებლებთან იარაღით პოზირებდნენ, სურათებსა და სელფებს იღებდნენ

ქართულ პოლიციას თბილისის ზოოპარკიდან წყალდიდობის დროს გაქცეული ცხოველების არასაჭირო დაცხრილვაში ადანაშაულებენ, - მასალას ასეთი სათაურით "The Guardian" აქვეყნებს
გაზეთის ინფორმაციით, პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებს გადაჭარბებულ რეაქციაში და ცხოველების დაცხრილვაში ადანაშაულებენ, მაშინ როდესაც ამის საჭიროება არ იყო.
როგორც თბილისის ზოოპარკის მომვლელებმა გაზეთს განუცხადეს, რამდენიმე პოლიციელი დახოცილ მტაცებლებთან იარაღით პოზირებდა, სურათებსა და სელფებს იღებდა.
"ჩემ თვალებს ვერ ვუჯერებდი. ეს მათთვის ტროფეი იყო", - განაცხადა ერთ-ერთმა ატირებულმა მომვლელმა, რომელმაც "გარდიანს" მისი ანონიმურობის დაცვა სთხოვა.
მისივე თქმით, მათ ერთ-ერთი მგლის ტრანკვილიზატორებით დაძინება მოახერხეს, თუმცა შემდეგ პოლიციელი მოვიდა და მოკლა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ზოოპარკში ბინადრების 50%-ზე მეტია დახოცილი.

აღნიშნულ ინფორმაციას "გარდიანთან" საუბარში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი უარყოფს.

"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ პოლიცია იღებდა სელფებს ცხოველებთან. პოლიციამ ყველაფერს აკეთებდა, რათა გადაერჩინათ რაც შეიძლება მეტი ცხოველი", - განაცხადა თავრობის წარმომადგენელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics