21:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-25 13:41:39, 534 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წლის სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წლის სპორტსმენის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენები, მწვრთნელები და სპორტული გუნდები, რომლებმაც  მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ქალაქის, რეგიონის, ქვეყნის მასშტაბით თუ მის ფარგლებს გარეთ. ღონისძიების მიზანია სპორტის პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობაა.

,,სპორტული ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდას. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, სწორედ სპორტული ტურიზმის განვითარებაა.

2018 წელი რეგიონისთვის მართლაც გამორჩეული იყო. ვამაყობ თითოეული ჩვენი სპორტსმენის წარმატებით, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად უწყობთ ხელს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

წელს ვუმასპინძლეთ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, მათ შორის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას.  ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული მიენიჭა. აღსანიშნავია მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ღონისძიება ბათუმის მერიის ორგანიზებით გაიმართა. ჯილდო გადაეცათ ნომინაციებში: „წლის  სპორტსმენი", „წლის    მწვრთნელი", „წლის  გუნდი", „წლის   დებიუტანტი", „წლის  სპორტული  ჟურნალისტი", „სპორტის  განვითარებაში  შეტანილი  წვლილისათვის", „ბათუმი - ევროპის სპორტის ქალაქი", „სპორტული კლუბი - კარგი  მმართველობა".

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics