|
2018-12-21 17:48:39, 1017 ნახვა
რეგიონი
კურორტ „გოდერძი“-ზე ზამთრის სეზონი 28 დეკემბერს გაიხსნება
კურორტ „გოდერძი“-ზე 2018-19 წლის ზამთრის სეზონი ოფიციალურად 28 დეკემბერს გაიხსნება. სეზონის გახსნისთანავე იფუნქციონირებს ორივე საბაგირო და მოეწყობა სათხილამურო ტრასები.როგორც ცნობილია გოდერძიზე გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო მუშაობს და ის 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასას ემსახურება. კურორტის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია ერთი რესტორანი, სწრაფი კვების, თხილამურებისა და ბურანების გასაქირავებელი ობიექტები. მოწყობილია 200 მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვის. რაც შეეხება განთავსებას ამ ეტაპზე კურორტზე 6 თანამედროვე ტიპის კოტეჯი და ერთი სასტუმროა. ერთი კოტეჯი 12 ადამიანზეა გათვლილი. ასევე, გაიხსნა ახალი განთავსების ადგილი სასტუმრო „დავითი“, რომელშიც 13 ნომერია და 40 ადამიანი თავსდება. კიდევ ერთი სასტუმრო კურორტიდან 5 კილომეტრში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. 10 ნომრიანი სასტუმრო 30 ადამიანზეა გათვლილი და მას სპეციალური სამგზავრო თოვლმავალი ემსახურება. ყოველდღე თოვლმავალს დამსვენებლები კურორტზე, საბაგიროს სადგურამდე მოჰყავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)