|
2015-06-15 12:20:26, 697 ნახვა
ეკონომიკა
სადაზღვევო კომპანიებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
სადაზღვევო სექტორი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის. სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ ცხელ ხაზზე რამდენიმე ათეული ზარი შევიდა, მათ შორისაა როგორც ავტო, ასევე ბინების დაზღვევა. როგორ „ჯი პი აიში“ „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, ზარალის დათვლის პროცესი დაწყებული აქვთ, თუმცა კონკრეტულ ციფრებზე ჯერ ვერ ისაუბრებენ. „100-მდე ზარი იყო შემოსული ცხელ ხაზზე. ვმუშაობდით იმ დღესაც, გუშინაც და დღესაც ვაგრძელებთ მუშაობას. ვაკის ქარხანაც ჩვენი დაზღვეული იყო, დაწყებული გვაქვს ზარალის დათვლის პროცესი. ძირითადად ეს არის ავტომობილები, როგორც ორგანიზაციების, ასევე ინდივიდუალურად დაზღვეული. ძირითადად არის დატბორვა. ქონების დაზღვევის კუთხით არის ასევე ბინები“, - განაცხადა „ჯი პი აის“ წარმომადგენელმა თინა სტამბოლიშვილმა. სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან „აისი ჯგუფშიც“. სადაზღვევო კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მათთან სხვადასხვა ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით 20-ზე მეტი ზარი შევიდა. კომპანიებში აცხადებენ, რომ ზარალის ანაზღაურება სრულად მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)