20:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 16:40:09, 737 ნახვა

რეგიონი
კურორტ „გომარდულის“ ხელმძღვანელობასთან საგადასახადო შეთანხმება გაფორმდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის გასვლით სხდომაზე კურორტ „გომარდულთან" დაკავშირებით სიახლეების შესახებ ისაუბრა.

როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, კურორტს წლების განმავლობაში ჰქონდა პრობლემები, რომლებიც საბოლოოდ აღმოფხვრილია.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდება საგადასახადო შეთანხმების გაფორმება და ყადაღა მოეხსნება კომპანიას, რაც აქციონერებს მისცემს საშუალებას განავითარონ კურორტი გომარდული. ამ მიმართულებით სახელმწიფო, განსაკუთრებით კი აჭარის ხელისუფლება იქნება ბოლომდე ჩართული, რომ გორმადულში იყოს მეტი განვითარება, იყოს მეტი ტურიზმი", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს უმოკლეს ვადებში კურორტზე სეზონის გახსნის უზრუნველყოფა დაავალა.

დღესვე, მთავრობის სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტები, რომლებიც საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად ინვესტორი კომპანიებისთვის პირგასამტეხლოს გადავადებას ითვალისწინებს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, 28 სექტემბრის მთავრობის განკარგულება ძალიან კარგად და ადეკვატურად აბალანსებს სახელმწიფო და კერძო ინტერესს და ხოლო ბიზნესთან მიმართებით მიდგომა და გადაწყვეტილებები არის უფრო ეფექტური. „ მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნესს თანამშრომლობისთვის.  საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული პოლიტიკა მთავარი პრინციპის - საჯარო და კერძო ინტერესის გათვალისწინებით ხდება და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics