|
2015-06-14 15:44:06, 1265 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ სტიქიისგან დაზარალებულ ადამიანების დასახმარებლად 50 000 ლარს გამოყოფს
„თიბისი ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 50 000 ლარი გამოყოს. "ჩვენ ვწუხვართ მომხდარის გამო და განვიცდით იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც აღმოჩნდნენ წუხანდელი სტიქიისგან დაზარალებული ოჯახები. გვსურს, მათი მდგომარეობის შემსუბუქებაში გარკვეული წვლილი შევიტანოთ, ჩვენი გუნდის და ჩვენი მომხმარებლების სახელით. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა ორგანიზაციას თუ კერძო პირს, შემოგვიერთდნენ და, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მათაც გამოყონ გარკვეული თანხები, დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად," - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. გარდა ამისა, იმ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს, ვისაც დაზარალებულთა დახმარების სურვილი აქვთ, „თიბისი ბანკი“ სთავაზობს, საკუთარი შემოწირულობა გადარიცხონ თიბისი ბანკის საქველმოქმედო ფონდში, სპეციალურ ანგარიშზე: GE67TB1100000036082020. ბანკი იმედს გამოთქვამს, რომ მის ამ ინიციატივას ბევრი კომპანია და მოქალაქე შეუერთდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)