|
2018-11-23 16:02:43, 690 ნახვა
რეგიონი
შს მინისტრი რეგიონებში პოლიციელებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა. შეხვედრას სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელიაც დაესწრო. მინისტრმა და მხარის გუბერნატორმა ზუგდიდში, პოლიციის განყოფილებაში გამართულ შეხვედრაზე პოლიციელებისგან მათი სამუშაო გარემოს, გამოწვევებისა და სოციალური პირობების შესახებ პირადად მოისმინეს. გიორგი გახარიამ პოლიციელებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის უსაფრთხოების და ამ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების დაცულობის საკითხის მნიშვნელობას. მინისტრის განცხადებით, რეგიონისთვის აფხაზეთთან დროებითი საოკუპაციო ხაზის არსებობა განსაკუთრებული მნიშვნელობის გამოწვევაა. დღესვე, შინაგან საქმეთა მინისტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდება. გიორგი გახარია რეგიონებში პოლიციელებთან შეხვედრებს განაგრძობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)