20:17 - 28 May, 2026
|
2018-11-18 18:43:42, 977 ნახვა
რეგიონი
გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე გზა ინტენსიურად იწმინდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გზის წმენდა დაწყებულია გუდაურიდან, გუდაური-კობის პირველ მონაკვეთზე (კმ93-კმ99). ზვავსაშიშროების რეჟიმი რჩება გუდაური-კობის მეორე მონაკვეთზე (კმ100-კმ106), სადაც გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. კობის მხრიდან მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ზვავსაშოშროების მოხსნისთანავე დაიწყება გზის წმენდის სამუშაოები ორივე მხრიდან. გუდაური-კობის მონაკვეთზე, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდება დაგროვილი ავტოტრანსპორტის გატარება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)