|
2018-11-16 15:15:50, 489 ნახვა
რეგიონი
შუახევში უვიზო მიმოსვლის შესახებ კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა გრძელდება. ამჯერად, შეხვედრა შუახევის მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ ნატოსა და ევროკავშიროს შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი და გიორგი გობრონიძე მოწვეული ექსპერტი. შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები და მასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, აგრეთვე საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან. კამპანიას მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “ENIGMMA-2”, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ახორციელებს. კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით იმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)