|
2018-11-13 17:00:33, 844 ნახვა
რეგიონი
შეხვედრა თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს წარმომადგენლებთან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკა. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო თურქეთის კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი. ყოველწლიურად მზარდია ქვეყნებს შორის ვაჭრობის მაჩვენებელი. ,,მისასალმებელია, რომ ჩვენს ქვეყნებს დიდი ინტერესი გააჩნიათ ეკონომიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების. მინდა ხაზი გავუსვა ორი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობას, როგორც სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული მაკავშირებლის როლს რეგიონში. ამ დერეფნის პოტენციალის ეფექტური გამოყენება უმნიშვნელოვანესია ჩვენი სახელმწიფოების მრავალმხრივი განვითარებისათვის" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ესწრებოდნენ. თურქეთის დელეგაციას DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში ასევე თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში მაქბულე ქოჩაკი და საბჭოს სხვა წევრები იმყოფებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)