11:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-13 15:56:18, 508 ნახვა

საზოგადოება
ქეთევან წამებულის გამზირზე დაგეგმილი მშენებლობა მოსახლეობამ გააპროტესტა

ავლაბარში, ფარნავაზ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა.

მათი თქმით, ქეთევან წამებულის გამზირზე არსებული სკვერი ამ ტერიტორიის ერთადერთი რეკრეაციული ადგილია და სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია.

„ავლაბარი-ისნის ჩათვლით ერთადერთი ბაღია, რითიც სარგებლობენ ჩვენი შვილები. საკმარისად არის თბილისში სასტუმრო, ამ სკვერში სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ“, - აცხადებს ავლაბრის მოსახლეობა.

ცნობისთვის, ქეთევან წამებულის გამზირზე 6-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთი, სადაც სასტუმრო აშენდება, მიმდებარედ არსებული სკვერის ტერიტორიას არ წარმოადგენს. მერიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა დაშვებულია. ავლაბარში, ფარნავაზ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია თბილისის მერიამ 2010 წელს გაასხვისა. მერიის არქიტექტურის სამსახურში შემოსული განაცხადის საფუძველზე მშენებლობის პროექტი შეთანხმებულია, ნებართვა კი ამ ეტაპზე გაცემული არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics