|
2018-11-12 10:01:52, 507 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ციტრუსის რეალიზაციის პროცესს პირადად გავაკონტროლებ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ციტრუსის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. მათ ასევე დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარო და ადგილზე გაეცნენ ციტრუსის რეალიზაციის პროცესს. მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები ფერმერებთან ერთადგანიხილეს და შეაჯამეს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ციტრუსის მოსავლის რეალიზაცია 3-ჯერაა გაზრდილი. „თითოეულ ოჯახს განსაკუთრებული მოლოდინი აქვს სეზონის წარმატებით ჩატარებასთანდაკავშირებით და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ მოლოდინები ბოლომდე გამართლდეს. პირად გავაკონტროლებ ციტრუსის დაბინავების პროცესს, რათა მოსავალი სრულყოფილად იქნეს რეალიზებული.ჩვენი ამოცანაა პროცესის წარმატებული მართვა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირებისთვის უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონშიციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომლის ძირითადი მიზანია მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა. შტაბში მუშაობს ცხელი ხაზიც (1501), სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვს. 25 ნოემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანითანადაფინანსება იქნება. მიმდინარე წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი სავარაუდოდ 55-60 ათას ტონას შეადგენს. ამ ეტაპზე უკვე ექსპორტირებულია (უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, რუსეთი, უნგრეთი და პოლონეთი) 240 ტონა სტანდარტული მანდარინი, რაც გასულ წელთან შედარებით 3- ჯერ მეტია.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)