|
2018-11-09 20:45:36, 874 ნახვა
რეგიონი
EUMM - ატოცში არსებული ვითარება ცხადყოფს IPRM-ის შეხვედრების აღდგენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში შეუძლია დაადასტუროს, რომ სოფელ ატოცის (ბალთას) ტერიტორიაზე 2018 წლის ნოემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს ბორდერიზაციის ინტენსიური აქტივობები, - ამის შესახებ EUMM-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ატოცში არსებული სიტუაცია ცხადყოფს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების აღდგენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „აღნიშნულ რაიონში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირების ჯგუფებმა სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ დაახლოებით 400 მ-ის სიგრძის მონაკვეთზე მიმდინარე ახალი ღობეების გავლებასთან დაკავშირებული სამუშაოები შენიშნეს. ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალყურს და აწარმოებს ანგარიშგებას ბორდერიზაციის აქტივობების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს სტაბილურობაზე და აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უფლებებზე. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა დამატებით დაბრკოლებებს უქმნის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას და სავარაუდოდ, მათ საარსებო გარემოსაც. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციის მიზნით არაერთხელ ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირველო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი. ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უსაფრთხოების სფეროში მოქმედ შესაბამის პირებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს დაძაბულობის მატებას. ატოცში არსებული სიტუაცია ცხადყოფს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების აღდგენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, სადაც მხარეებს შეუძლიათ განიხილონ ისეთი საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს სტაბილურობაზე. როგორც აღნიშნული პროცესის ერთერთი ხელშემწყობი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის უმოკლეს ვადებში აღდგენისკენ, რომელიც 2009 წლიდან ხელს უწყობს სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა, ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას. მისია თავისი მანდატის ფარგლებში განაგრძობს ევროკავშირის უწყებებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ უახლოესი, უტყუარი და დროული ინფორმაციის მიწოდებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)