19:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 15:09:59, 575 ნახვა

რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ლენტეხის, ამბროლაურის, ცაგერის და ონის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს მეცხოველეობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების კუთხით რეკომენდაციები გაუწიეს.

ფერმერებთან შეხვედრაზე სპეციალისტებმა ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების, საფუტკრის მოწყობის, დამატებითი კვების, ფუტკრის დაავადებების იდენტიფიცირების, მასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების და თანამედროვე სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენებაზე გაამახვილეს ყურადღება. ფერმერები ასევე გაეცნენ მცენარეთა მავნებელ დაავადებათა ტიპებს, მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს და პესტიციდების შერჩევის საკითხებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (სოფლები - შუაფხო, წილკანი, მუხრანი, ციხისძირი და დაბა თიანეთი) 12-დან 14 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics