19:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-31 17:15:33, 582 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში წითელი ჯვრის ხელმძღვანელს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან სევერინ შაპაზთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ICRC-ის, როგორც ნეიტრალური ორგანიზაციის როლზე  საერთაშორისო თუ ეროვნული დონის პრობლემების მოგვარების პროცესებში.

თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა მსოფლიოს კონფლიქტურ ზონებში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით წითელი ჯვრის ჩართულობის მნიშვნელობას. მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელს აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

აღინიშნა, რომ 2011 წლიდან ქ. ბათუმში მოქმედებს საქართველოს წითელი ჯვრის მიერ დაარსებული ბათუმის ხანდაზმულთა დღის სოციალური ცენტრი, სადაც ყველა პირობაა დაცული ხანდაზმულთა შეკრებისა და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში ინტეგრაციისათვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics