18:04 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 10:14:06, 631 ნახვა

სამართალი
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლაშა ხ, 1961 წელს დაბადებული დავით გ, 1985 წელს დაბადებული პავლე ჩ, 1970 წელს დაბადებული ბესიკ ე, 1966 წელს დაბადებული გიორგი მ,  1981 წელს დაბადებული მინდია ც. და 1973 წელს დაბადებული ვასილ ს.  უკანონო ტყითსარგებლობის, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის, ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბესიკ ე-ს, გიორგი მ-ს და მინდია ც-ს  მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანებიდან უკანონოდ მოჭრილი 6,5 კუბ.მეტრი სამასალე მერქანი ამოიღეს. ასევე ამოღებულია პავლე ჩ-ს და ლაშა ხ-ს კუთვნილი, უკანონოდ მოჭრილი, 5 მეტრის სიგრძის 43 მორი და 3 მეტრის სიგრძის 17 მორი, ხოლო ვასილ ც. ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევის ფაქტზე იმ დროს ამხილეს, როდესაც  მას უკანონოდ მოჭრილი 25 კუბური მეტრი ფიცარი უკანონოდ გადაჰქონდა.

გამოძიება უკანონო ტყითსარგებლობის, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის, ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე, 128-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის,  128-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics