19:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 15:20:32, 1209 ნახვა

რეგიონი
ბათუმს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად თამარის დასახლებაში ახალი ბაღი გახსნა. 

თორნიკე რიჟვაძემ აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ახალ გარემოში სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა.

საბავშვო ბაღის სამსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. აღსაზრდელებისთვის კეთილმოწყობილი შიდა ეზო სათამაშო მოედნითა და ატრაქციონებით მოეწყო, დამონტაჟდა გარე განათება. საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა. ბაღი 200-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics