17:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 16:25:59, 372 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: მოსამართლეებისა და ივანიშვილის შეხვედრის შესახებ მტკიცებულებებს საზოგადოებაში გამოვიტან

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები ექნება, აუცილებლად გაასაჯაროვებს.
„იმ კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ითვალისწინებდა, ცხადყოფს და ჩემში აღრმავებს იმ ეჭვს, რომ ასეთი გარიგება შედგა. მაგრამ, როდესაც მტკიცებულებები მექნება, გამოვიტან საზოგადოებაში," - აცხადებს ირაკლი ალასანია.   
ცნობისთვის, მოსამართლეებმა დღეს  ბიძინა ივანიშვილთან  შეხვედრა კატეგორიულად უარყვეს  და პოლიტიკოსებს სასამართლოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობისგან თავის შეკავება ურჩიეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics