19:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 15:41:50, 896 ნახვა

რეგიონი
„თიბისი ბანკმა“ აბაშაში ფერმერებისათვის აგროფორუმი ჩაატარა

რეგიონებში თიბისი ბანკის აგროფორუმები გრძელდება. რიგით მეშვიდე  აგროფორუმმა თელავის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, გორის, მარნეულისა და ახალციხის შემდეგ ფერმერებს აბაშაში უმასპინძლა.

წინა ფორუმების მსგავსად, ფერმერებმა და აგროსექტორით დაინტერესებულმა პირებმა  ექსპერტებისგან კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო დარგობრივ და კოოპერაციულ საკითხებზე  მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.

აბაშაში აგროფორუმი ორ თემატურ მიმართულებად იყო დაყოფილი. თავდაპირველად, თიბისი ბანკმა ფერმერებს ახალი პროდუქტი - სტარტაპ აგროსესხი წარუდგინა და გააცნო, თუ ვის, რა ტიპის მეურნეობისათვის, რა პირობებითა და მოთხოვნებით შეუძლია აღნიშნული სესხით სარგებლობა.

მეორე ნაწილი ფრინველის ხორცის წარმოებას დაეთმო. დამსწრე საზოგადოებამ ფრინველის ხორცის ეფექტური წარმოებისა და სახორცე ფრინველის პროდუქტიულობის სტანდარტული მონაცემების შესახებ მიიღო ინფორმაცია, ასევე თუ როგორია მსოფლიოსში და კონკრეტულად საქართველოში  სასურსათო ხორცის წარმოებისა და მოხმარების სტატისტიკა. დარგის ექსპერტმა - კომპანია „ნუტრიმაქსი"-ს წარმომადგენელმა, რევაზ ლაფაჩმა ბროილერის მეურნეობის მართვისა და ადმინსიტრირების, ასევე ბროილერის გამოზრდისათვის აუცილებელი გარემო პირობების, კვების ფაზების, რაციონისა და თავისებურებების შესახებ ისაუბრა.

აგროფორუმები თიბისი ბანკის მიერ აგროსექტორის განვითარებისათვის განხორციელებული ერთ-ერთი პროექტია. დარგის მხარდაჭერა ფერმერებისათვის აგროპროდუქტების შეთავაზებასთან ერთად, ტრენინგებსა და კონსულტაციებსაც გულისხმობს, სადაც რჩევებისა და უახლესი ინფორმაციის გაზიარება ხდება. აგროფორუმები სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკის მიერ. აგროფორუმებზე დასწრება თავისუფალია. თემატიკა კი, რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე - განსხვავებული.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics