|
2018-08-27 18:27:39, 1112 ნახვა
რეგიონი
ბახტაძე: ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რაჭაში სულ მცირე, გავასამმაგოთ ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა
„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რაჭაში სულ მცირე, გავასამმაგოთ ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა და ეს მხარე ოთხსეზონიან კურორტად ვაქციოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ამბროლაურში, ფუძეობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ფუძეობა მიულოცა ადგილობრივებს და რაჭის ყველა სტუმარს და საზეიმო ღონისძიებაზე მოწყობილი სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა, რომელზეც სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე ფარგლებში" შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. „ძალიან სასიხარულოა რომ ამბროლაურში ძალიან კარგი შედეგები მოგვცა იმ პროგრამებმა, რომლებსაც ვახორციელებთ. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო "აწარმოე საქართველოში" და საოჯახო სასტუმროების განვითარება. დღეს დავათვალიერე რამდენიმე მათგანი. ძალიან დიდი მოთხოვნაა და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი პერსპექტივები გვაქვს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ კუთხეში მინიმუმ გავასამმაგოთ ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა. შესაბამისად, მეტი გრანტია გასაცემი, რომ საოჯახო სასტუმროების მეტი პოპულარიზაცია მოვახდინოთ. იცით, რომ გავხსენით აეროპორტი. ამასთან ერთად, ხორციელდება 21 ინფრასტრუქტურული პროექტი, 18 მათგანი წელსვე დასრულდება, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელია, მეტი დინამიკა გვქონდეს სოფლის გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საქმეში. ამ თვალსაზრისითაც 2019 და 2020 წელი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ამავდროულად, ჩვენ ვაწარმოებთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამბროლაურში შენდება რამდენიმე მოედანი. მსგავსი პროექტები საშუალებას მოგვცემს, ამბროლაური და რაჭა ოთხსეზონიან კურორტად ვაქციოთ. ეს არის დაახლოებით 10-15%იმ პოტენციალისა, რაც ამ ლამაზ კუთხეში გვაქვს. შემდეგი ეტაპი იქნება, რა თქმა უნდა, შოვის და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაური რეგიონის გუბერნატორ არჩილ ჯაფარიძესთან ერთად ფოლკლორული ანსამბლების კონცერტსა და ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენასაც დაესწრო.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)