|
2018-08-22 11:30:59, 5692 ნახვა
სპორტი
ბრიტანეთის საგარეო მინისტრი - საქართველოში რუსეთის შეჭრაზე დასავლეთის სუსტმა რეაქციამ ყირიმის ანექსია განაპირობა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა. თავის სიტყვაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რამდენიმე ძირითად პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორის, პირველი - კრემლის პოლიტიკაა. „რუსეთი საერთაშორისოდ დამკვიდრებული ქცევის წესებს მუდმივად არღვევს. ყირიმის დაკავება 2014 წელს პირველი შემთხვევაა 1945 წლის შემდეგ, როდესაც ევროპაში სხვა ქვეყნის ტერიტორიის ანექსია სამხედრო ძალის გამოყენებით განხორციელდა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ საუკუნეში ეს არ ყოფილა კრემლის პირველი შეჭრა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. პირველი იყო საქართველოს ოკუპაცია 2008 წელს", - განაცხადა ჯერემი ჰანტმა. 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში რუსეთის შეჭრაზე დასავლეთის სუსტმა რეაქციამ განაპირობა ყირიმის ანექსია. მისი თქმით, სახელმწიფოს ავტორიტეტი განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ენდობიან მის დაპირებებს მეგობრები და რამდენად სერიოზულად ეკიდებიან მის მუქარებს მტრები. „ჩვენ კი, გაძლიერების ნაცვლად, ვასუსტებდით ჩვენს ავტორიტეტს", - დასძინა მან. ჯერემი ჰანტი მიიჩნევს, რომ რუსეთის საგრეო პოლიტიკა საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს და ხელყოფს საერთაშორისო წესრიგს. „ვინც ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებს, უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული საფასურის გადახდა მოუწევს წითელი ხაზების გადაკვეთისთვის, იქნება ეს ტერიტორიული ინტერვენციები, აკრძალული იარაღის გამოყენება თუ კიბერ-თავდასხმები", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)