10:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 13:59:19, 371 ნახვა

საზოგადოება
269 დევნილ ოჯახს ბინები დაუკანონდა

269 დევნილ ოჯახს ბინები დაუკანონდა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მინისტრის თქმით, დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული ბინების დიდი ნაწილი გარემონტებულია.

„პროგრამა, რომელიც პირველ სექტემბრამდე დაახლოებით 10 ათასი დევნილისათვის ბინის დაკანონებას გულისხმობს, სრულდება და ისინი ხდებიან ჩვეულებრივი მესაკუთრეები. თუმცა როდესაც 269 დევნილ ოჯახზე ვსაუბრობთ, რეალურად მათ თითქმის 340 საკუთრება გადაეცათ ანუ ბინასთან ერთად დამატებით სათავსოებიც დაუკანონდათ. ბინების უმრავლესობა თბილისშია, ნაწილი კი ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონში შემავალ სოფლებში, ფოთსა და კარალეთის ჩასახლებაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics