16:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 09:31:51, 787 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: მე საქართველოს მოქალაქე ვარ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართვას არ აპირებს და აცხადებს, რომ მას ეს არ დასჭირდება, რადგან ის დღესაც საქართველოს მოქალაქეა. 

ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-ს ეთერში განაცხადა.

„მე საქართველოს მოქალაქე ვარ. უკრაინის მოქალაქეობა იძლევა საშუალებას, რომ 2 წელი იყო სხვა ქვეყნის მოქალაქე. თუ მათ უნდათ ჩამორთმევა, შეუძლიათ, ჩამომართვან. მაგრამ ეს იქნება აბსოლუტურად ფორმალური აქტი. შევარდნაძე არ იყო საქართველოს მოქალაქე და გახდა საქართველოს ლიდერი, ივანიშვილი არ იყო საქართველო მოქალაქე და ჩაატარა საარჩევნო კამპანია და გახდა ქვეყნის ლიდერი.იმ პირობებში, როცა მოქალაქეობა ჩემთვის ნიშნავს მატროსოვზე რვა კვადრატულ მეტრს,  დღეს ეს ყველაფერი ძალიან პირობითია. ჩვენი ხალხი, რომელიც აიძულეს მათ, რომ ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები გააუქმონ, ზუსტად ესევე ფორმალურად ჩამომართმევენ მოქალაქეობას და ესევე ხალხი დამიბრუნებს მოქალაქეობას როცა ამის დრო მოვა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics