09:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 17:28:10, 804 ნახვა

სამხედრო
ამერიკელი გენერალი ფოთის პორტის შესაძლებლობებს გაეცნო

საქართველოში აშშ-ის ევროპის 21-ე უზრუნველყოფის სარდლობის სარდლის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ფრედერიკო მაიოკკო იმყოფება.

ამერიკელ გენერალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლა.

ამერიკელი გენერლის საქართველოში ვიზიტის მიზანი ფოთის პორტის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების გაცნობაა, ვინაიდან სწორედ ფოთის პორტში საზღვაო გზით შემოდის საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებებში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა. პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას თქმით, წელს დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილეობისთვის ფოთის პორტში დიდი რაოდენობით ამერიკული სამხედრო ტექნიკა შემოდის.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics