17:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-11 11:55:32, 660 ნახვა

რეგიონი
„სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენელი: ქართული ექპერტიზის დასკვნა, არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ტატუნაშვილი მოკლეს

"ქართული მხარის მიერ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს", - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი შეხვედრის შემდეგ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა.

როგორც კოჩიევმა განმარტა, ექსპერტიზამ არ გასცა კონკრეტული პასუხი კითხვას აღენიშნებოდა თუ არა ტატუნაშვილს ძალადობის კვალი.

"სწორედ ამიტომ, ქართულ მხარეს არ აქვს არანაირი საფუძველი იმისა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი ფიზიკური გავლენის შედეგად დადგა", - დასძინა მან.

კოჩიევი ასევე, "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  "სამხრეთ ოსეთი ქართული მხარის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიას ამზადებს".

"ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ჩვენ გავიხსენეთ საქართველოს მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები, რომლებიც მან 90-იან წლებში განახორციელა, მათ შორის სამხრეთ ოსეთის 33 მკვიდრი ქართველმა ჯარისკაცებმა ჩაცხრილეს", - განაცხადა კოჩიევმა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics