16:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 10:15:25, 514 ნახვა

რეგიონი
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში გაკეთდა  მარჯვენა მაგისტრალური არხის 24 -კილომეტრიანი მონაკვეთის ტრაპეციული კვეთის ტორკრეტირება. რემონტი ჩაუტარდა სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას.

განხორციელებული პროექტის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 9500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა სარწყავი წყლის მიწოდება.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ, და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა,  მერსი ტემბონმა, აღდგენილი საირიგაციო სისტემა დაათვალიერეს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. ასევე იმყოფებოდნენ იმ ფართობებზე, რომლებიც რეაბილიტირებული სისტემიდან ირწყვება, მათ შორის  1300 ჰექტარზე გაშენებული ნუშის პლანტაციაში, სადაც წვეთური მორწყვის სისტემებია მოწყობილი.

სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინასნებით   "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

კახეთში "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის ხელმძღვანელი,  მსოფლიო ბანკის ადგილობრივი წარმომადგენელები და   ექსპერტებიც იმყოფებოდნენ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics