15:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 13:36:23, 418 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია: სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობას შეურაცხყოფა მიაყენა

"სააკაშვილმა საკუთარ თავს და საქართველოს მოქალაქეობას შეურაცხყოფა მიაყენა",-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დაელოდებიან, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი უწყებები ორმაგ მოქალქეობასთან დაკავშირებით.

"სააკაშვილისთვის რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობა, მან ეს ნათლად თქვა და თქვა, რომ ეს არის მისთვის დღეს 6 კვადრატული მეტრის ფართობი, სასჯელაღსურლების დაწესებულებაში. მას აქვს ძალიან მდარე დამოკიდებულება,უპატივცემულო დამოკიდებულება ყველაზე საპატიო და საამაყო სტატუსისადმი, რაც არის საქართველოს მოქალაქეობა.მან თავად თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე ამით უარი. მიაყენა შეურაცხყოფა ამ სტატუსსაც, საკუთარ თავსაც.რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი უწყებები, როგორც ეს კონსტიტუციითა განსაზღვრული, ამას დაველოდებით, რადგან ეს მათი გადასაწყვეტია",-განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics