16:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-16 12:58:04, 679 ნახვა

რეგიონი
თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში უფასო სამედიცინო აქცია ტარდება

თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში ომის მონაწილეებისათვის, ომის ვეტერანებისათვის, მათი ოჯახის წევრებისა და კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი ოჯახებისათვის უფასო სამედიცინო აქცია ტარდება.

აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, რუსუდან შავიშვილი, მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე და ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე გაეცნენ.

უფასო სამედიცინო აქცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ტარდება. პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები უწევენ. კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო მომსახურება კონსულტაციებთან ერთად ითვალისწინებს ელექტრო-კარდიოგრაფიულ და ლაბორატორიულ კვლევებს. აქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics