|
2018-06-13 15:49:07, 12035 ნახვა
კულტურა
„თიბისი გალერეაში“ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ემიგრანტული კოლექცია გამოიფინება
14 ივნისს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ემიგრანტული კოლექციის გამოფენა - „ბრძოლა თუ შეგუება" - გაიხსნება. გამოფენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად იმართება და მიზნად ისახავს 1918-1921 წლების ისტორიის წარმოჩენას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საარქივი ჩანაწერები, ფოტომასალა და მემორიალური ნივთები: გენერალ კვინიტაძის სამხედრო სამოსის ჯიბეში მიკვლული წმინდა გიორგის ხატი, მისივე აუდიოჩანაწერის „ბაბინა", იუნკერ ვანო ნანუაშვილის კუთვნილი სუვენირები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სიმბოლიკით და სხვა. სპეციალურად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამ პერიოდის ემიგრაციაში მცხოვრები 5 მოღვაწის ავტოგრაფების საფუძველზე მომზადდა 5 სახელობის შრიფტი. ეს ისტორიული ფიგურები არიან: გრიგოლ რობაქიძე, გენერალი გიორგი კვინიტაძე (საქართველოს ჯარების მთავარსარდალი), ვიქტორ ნოზაძე (ემიგრაციაში მცხოვრები პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი და რუსთველოლოგი), მიხაკო წერეთელი (მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე), ივანე ნანუაშვილი (სამხედრო მოღვაწე, პოლონეთის არმიის ოფიცერი, პოლიტიკური ემიგრანტი). შრიფტები შექმნა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მათი ჩამოტვირთვა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან www.manuscript.ge. გამოფენა 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
(NS)
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)