15:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-12 15:27:51, 698 ნახვა

რეგიონი
ვახტანგ ყოლბაია ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შაბთაი ცურს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შაბთაი ცურს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო - ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე ისაუბრა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე რომლის წინაშეც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა დგას. საუბარი შეეხო კონფლიქტის შედეგად აფხაზეთში არსებული უძრავი ქონების უკანონო გასხვისების ფაქტებს.

„ჩვენ ერთნაირად ვიბრძვით ადამიანი უფლებების იმ ფუნდამენტური უფლებების დასაცავად რასაც საკუთრების უფლება ჰქვია. მნიშვნელობა არ აქვს ეს ქონება ეკუთვნის ქართველს, ებრაელს, ბერძენს თუ უკრაინელს მისი ხელყოფა დაუშვებელია და მისდამი შეუფერხებელი წვდომა თითოეული მესაკუთრის უფლებაა“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის ამაღლებისა და ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით, ასევე სოფლის მეურნეობის დარგში გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში ისრაელის მთავრობის როლის გაზრდის შესაძლებლობას.

შეხვედრის მონაწილეებმა დაგმეს სირიის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტი.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics