09:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 12:33:00, 494 ნახვა

საზოგადოება
იურიდიული კონსულტაციის სერვისი ფოკის საზოგადოებრივ ცენტრში ამოქმედდა

მეჯვრისხევის, შორაპნისა და გეგუთის შემდეგ, 28 მაისიდან, უფასო იურიდიული კონსულტაცია, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში გახდა ხელმისაწვდომი.

სამართლებრივი კონსულტაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადგილობრივ საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც, თვეში ორჯერ, მოქალაქეებს იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტი მიიღებს.

 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, ფოკის საზოგადოებრივ ცენტრში უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღება თვის ყოველ მეორე ხუთშაბათს იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიმართონ იურიდიული დახმარების სამსახურის ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრს, სადაც მოქალაქეებს სამართლებრივ რჩევებს მისცემენ და იურიდიულ დოკუმენტებს შეუდგენენ.

 დღეისათვის, საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს 21 სოფელში მოქმედებს და მათ ფუნქციონირებას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. საზოგადოებრივ ცენტრებში უფასო იურიდიული კონსულტაციის დანერგვა გათვალისწინებულია თანამშრომლობის მემორანდუმით, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის თებერვალში გააფორმეს.

 აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების ქსელის გაფართოებას და საზოგადოებრივ ცენტრებთან თანამშრომლობას აქტიურად უჭერს მხარს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics