|
2018-06-11 15:47:39, 11220 ნახვა
კულტურა
„თიბისი გალერეაში“ კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა
თიბისი გალერეაში ესპანელ კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა. თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორი თბილისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტის - „თანამედროვე კინოს დიდოსტატების" ფარგლებში ეწვია, რომლის მიზანია თანამედროვე კინომეტყველების ფორმების დანერგვა და ამ მიმართულებით სტუდენტების, კინოპროფესიონალებისა და კინომოყვარულების პროფესიული უნარებისა და შემოქმედებითი თვალსაწიერის გაფართოება. საჯარო შეხვედრაზე ალბერტ სერამ თანამედროვე კინოს ტენდენციებზე, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე ისაუბრა. რეჟისორს მოდერატორობა პროექტ „თანამედროვე კინოს დიდოსტატების" იდეის ავტორმა და რეჟისორმა - ვახტანგ ჯაჯანიძემ გაუწია. ალბერტ სერა ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა, რომელიც გაჯერებულია თანამედროვე კინომეტყველებისათვის დამახასიათებელი ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტებით, როგორიცაა "კინოდრო, როგორც ონლაინ რეჟიმი", "პერფორმანსი კინოში", "ფსიქიკური სხეული", "მხატვრული პირობითობისა და დოკუმენტური სტილისტიკის სინთეზი". მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია: „ჩემი გარდაცვალების ამბავი", „ლუი XIV-ს გარდაცვალება" და „Birdsong". რეჟისორის ნამუშევრები კანის, ლოკარნოსა თუ ვენეციის კინოფესტივალების არაერთი ჯილდოს მფლობელია. პროექტ „თანამედროვე კინოს დიდოსტატების" ფარგლებში დაგეგმილია XXI საუკუნის კინემატოგრაფიისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ავტორების ჩამოყვანა მომავალში, როგორებიც არიან: მექსიკელი კარლოს რეიგადასი, ტაილანდელი აპიჩატპონგ ვერასეტაკული, ბერძენი იორგოს ლანთიმოსი, რუმინელი კრისტი პუიუ, არგენტინელი ლუკრეცია მარტელი, პორტუგალიელი პედრუ კოშტა, რუსი ანდრეი ზვიაგინცევი, შვედი რუბენ ოსტლუნდი, იტალიელი მატეო გარონე და სხვები.
(NS)
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)