15:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-10 14:03:43, 775 ნახვა

რეგიონი
კახეთში ქერის მოსავლის აღების სამუშაოები დაიწყო

კახეთის რეგიონში, ქერის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის.

ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების აგროოპერაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.

ფერმერების განცხადებით,  ქერის მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე საშუალოდ 4 ტონამდე მერყეობს.

სამუშაოები აქტიურად გრძელდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ „ერის იმედის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც შპს „მექანიზატორის“ 5-მა ერთეულმა კომბაინმა 400 ჰექტარზე დათესილი ქერის მოსავალი უკვე აიღო.

მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორის“ 87 ერთეული კომბაინია მობილიზებული,  საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე პროცესში.

გარდა მოსავლის აღებისა, შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics