15:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 16:55:16, 792 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე წყალსადენზე მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრებს, მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს ინფრასტრუქტურული პროექტებზე ყოველდღიური კონტროლი დაავალა, რათა ვადების დაცვით მოხდეს პოროექტებზე არსებული ხარვეზების გამოსწორება და დროული დასრულება.

დღეს მონიტორინგის ფარგლებში მერმა ხელმძღვანელ პირებთან ერთად პირადად დაათვალიერა ფურტიო - ბუთურაული - ნენიის წყალსადენზე მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ჯარიმებით მიმდინარეობს და სამუშაოების მწარმოებლისგან მოისმინა ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

ამ დროისათვის ექვს ლოკაციაზე მიმდინარეობს მიწის გრუნტის დამუშავება და ლითონის მილების ჩაწყობა-შედუღებითი სამუშაოები. სამუშაოების წარმოებაში დასაქმებულია 30-ამდე ადამიანი.

ფურტიო-ბუთურაული-ნენიის წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობა ზღვის დონიდან 1260 მ. სიმაღლიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთიდან ხორციელდება და დასრულებული პროექტით შუახევის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის ფურტიოს, ბუთურაულის, ნენიის მოსახლეობა ისარგებლებს.

სამუშაოებს შპს. ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს. პროექტის ღირებულებაა 4 მლნ. 916. 999 ლარია.

პროექტით განხორციელდება წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობა რაქვთაში, სასმელი წყლის გამანაწილებელი აუზის მშენებლობა ნენიაში, ფურტიოში, ბუთურაულში.

კომპანიების წარმომადგენლების ინფორმაციით სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს და პროექტები დადგენილ ვადებში დასრულდება.

მერმა მათ მეტი მობილიზაციისკენ მოუწოდა და მონიტორინგისას გამოვლენილი ხარვეზების დროულად აღმოფხვრა დაავალა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics